ინტერვენცია


                განხორციელებული ინტერვენციები:

1.      მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა
პედაგოგები გაეცნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურას როგორც  ბიბლიოთეკაში, ისეინტერნეტში. ლიტერატურის გაცნობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებს მიაწოდოს ისეთი სახის და ისეთი დოზის საშინაო დავალება, რომ მოსწავლემ ეს დავალება ხალისით და ხარისხიანად შეასრულოს.
      2. დაწყებითი კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაპედაგოგებს შორის მოეწყო შეხვედრები, სადაც მოხდა ლიტერატურის დამუშავების შემდეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების კოლეგებისთვის გაზიარება, შეჯერება თუ რა სახის, როგორი საშინაო დავალებები გაიცემა მოსწავლეებისთვის.
    3. დაწყებითი კლასის პედაგოგები მოსწავლეებისთვის დროულად გასცემენ საშინაო დავალების მიცემის დროს   საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო რეკომენდაციებს , შესაბამისად,  დროულად და სრულყოფილად ახდენენ საშინაო დავალების შემოწმებას.
4.   V კლასის მოსწავლეებს ჩავუტარე  მინილექცია საშინაო დავალებების დამოუკიდებლად შესრულების აუცილებლობის შესახებ, შემდეგ კი    გავმართეთ დისკუსია.
5.  გამოვიყენე აქტივობა ,,შებრუნებული საკლასო ოთახი“ .
შებრუნებული კლასი არის ინტერაქციული სწავლების სტრატეგია რომელიც ეხმარება მასალის უკეთ ათვისებაში და ზედა დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში.
სწავლების პროცესში, ინფორმაციის ახალი ნაკადი გადადის ჯგუფური სივრციდან (გაკვეთილი) ინდივიდუალურ სივრცეში (სახლი),  ხოლო ჯგუფური სივრცე გადაიქცევა დინამიურ სასწავლო გარემოდ, სადაც მასწავლებელი ფასილიტაციას უწევს მოსწავლის ცოდნის პრაქტიკული გამოყენების პროცესს და ორიენტირებულია  მის მაღალ ჩართულობაზე.
          მოსწავლეები  სახლში ახალ მასალას ინტერაქციული ვიდეორგოლებით ეცნობიან, რაც გულისხმობს უცნობი ტექსტის წაკითხვას,  ათვისებას, გააზრებას, კითხვაზე პასუხს, საკუთარი აზრის დაფიქსირებას.  მასწავლებელი იმასაც აკონტროლებს თუ ვინ ნახა დავალება, ვინ რა ნაწილი გაიგო და ვის სად უჭირს. ასე რომ, ეს ინდივიდუალური სივრცე ნახევრად მოდერირებულია.
       კლასში, მასწავლებელს მეტი დრო რჩება მოსწავლესთან ერთი ერთზე ურთიერთობისთვის.
        შებრუნებული კლასი არ არის ვიდეოგაკვეთილები, არამედ ინტერაქციული გაკვეთილი ჯგუფურ სივრცეში. მთელი მცდელობები არის მიმართული იმისკენ რომ ჯგუფური სივრცე იყოს: საინტერესო, შინაარსიანი და ემსახურებოდეს მიზანს.
მოსწავლეებს ინტერნეტჯგუფში ფელიქს ზალტენის ,,ბემბისქართული თარგმანი მივაწოდე. მათი დავალება იყო, წაეკითხათ ზღაპარი, გაეაზრებინათ და შეედარებინათ ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობთან“,გაეცათ პასუხი შემდეგ კითხვებზე: რა მსგავსებაა ამ ორ ნაწარმოებს შორის? რა განსხვავებაა ამ ორ ნაწარმოებს შორის? რა არის ორივე მწერლის საერთო სათქმელი?  წერილობითი დასკვნა მოეტანათ კლასში და გაეკეთებინათ პრეზენტაცია. ამისათვის მოსწავლეებს ჰქონდათ 2 კვირა.  მოსწავლეთა 94 %-მა დავალებას თავი  გაართვა. გაიმართა დისკუსია-მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე
 6.  მოსწავლეები დავასწარი ქალბატონ ინგა ცქვიტინიძის ღონისძიებას, სადაც მოწვეული ჰყავდათ მსახიობი დარეჯან ხაჩიძე. ქალბატონმა დარეჯანმა ისაუბრა თავისი სასკოლო წლების, დასახული მიზნების, მათი განხორციელებისას შექმნილი სირთულეებისა და წარმატებების შესახებ. მოსწავლეებმა  და მშობლებმა მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს მსახიობს.
7.   V კლასის მოსწავლეები შეხვდნენ სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაია მელქაძეს.  დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები საკვლევი თემიდან გამომდინარე და ისაუბრებეს წარმატების საიდუმლოზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий