четверг, 13 июня 2019 г.


      
           
                         სსიპ ქალაქ თბილისის N158 საჯარო სკოლა




                   მოსწავლეთა მიერ წერითი საშინაო დავალების დამოუკიდებლად   შესრულების აუცილებლობა და შედეგები“


  დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის               

                                  თეონა კობახიძის კვლევის ანგარიში
                                         

   

                                                                      2   0   1   9     .


            
 


შესავალი

თავი I

საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები

1.1.         მოკლე ინფორმაცია V კლასის შესახებ  --------------------------------------
1.2.         პრობლემა და საკვლევი საკითხი ---------------------------------------------
1.3.         პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები -----------------------------
1.4.         კვლევის მიზანი -----------------------------------------------------------------
1.5.         კვლევის ამოცანები -------------------------------------------------------------
თავი II
პრაქტიკული კვლევის არსი  -----------------------------------------------------------
თავი III
ლიტერატურის მიმოხილვა  ------------------------------------------------------------
თავი IV
კვლევის დიზაინი
4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი  -----------------------------------------------------------
4.2. კვლევის მეთოდები  -----------------------------------------------------------------
4.3. კვლევის ვადები       --------------------------------------------------------------------                                       
თავი V
კვლევის შედეგები
5.1.  მონაცემთა ანალიზი  ----------------------------------------------------------
5.2.  კვლევის მიგნებები   ----------------------------------------------------
5.3.  შესაძლო ინტერვენციები  ---------------------------------------------
5.4.  განხორციელებული ცვლილებები  ------------------------------------

თავი VI
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
6.1.  რეკომენდაციები  -----------------------------------------------------------
6.2.  ინტერვენციის შეფასება  ----------------------------------------------------------
თავი VII
დასკვნა  ----------------------------------------------------------------------------------
გამოყენებული ლიტერატურა  -------------------------------------------------------
დანართები  ------------------------------------------------------------------------------ 
რეფლექსია -------------------------------------------------------------------------------








შესავალი



       წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ თბილისის N158 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია მოსწავლის მიერ საშინაო დავალების სხვისი ,,დახმარებით“ შესრულება, ამ კუთხით  გამოწვეული პრობლემები და ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი, განხორციელებული ცვლილებები.
       ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან. I თავში მოცემულია ინფორმაცია სსიპ ქალაქ თილისის N 158 საჯარო სკოლის V კლასის შესახებ, განხილულია პრობლემა და საკვლევი საკითხი, პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, კვლევის მიზანი და კვლევის ამოცანები,  II თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს, III თავი ლიტერატურის მიმოხილვას ეთმობა,  IV თავში კვლევის დიზაინია განხილული,  V თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებულ შედეგების ანალიზს, ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასებას, თავი VI მოიცავს რეკომენდაციებს, VII თავში გაკეთებულია დასკვნა.

   

                                                         
თავი I

საკვლევი საკითხის მიმოხილვა

1.1.  მოკლე ინფორმაცია სამიზნე ჯგუფის  შესახებ

   სსიპ ქალაქ თილისის N158 საჯარო სკოლის V კლასში სწავლობს 17 მოსწავლე,   გოგონა – 10, ვაჟი – 7. აღნიშნულ კლასში  სხვადასხვა საგანს 10 მასწავლებელი ასწავლის. მათგან 90% სრულ განაკვეთზე მუშაობს. 4 უფროსი მასწავლებელია, 6 კიპრაქტიკოსი. მასწავლებლები პერიოდულად გადიან ტრენინგებს, მათ აქვთ საშუალება ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანად წარმართონ სწავლასწავლების პროცესი.

1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი
 საბაზო და შემდეგ საშუალო საფხურზე მოსწავლეებს უჭირთ საშინაო დავალებების შესრულება ხარისხიანად, ამომწურავად, სიღრმისულად გააზრება. შესაბამისად, მათი განსაზღვრელი ქულაც ნელ-ნელა იკლებს. თუ დაწყებით საფეხურზე ისინი წარმატებულ მოსწავლეებად მოიაზრებოდნენ, ახლა უკვე სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან, რაც იწვევს გაურკვევლობას მშობლებში, მოსწავლეებში. როდესაც არსეულ პრობლემას ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ კვლევა დაწყებითი საფეხურიდან უნდა დამეწყო. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის საფუძველი გახდა დაწყებითი კლასების მოსწავლეების მიდგომა  საშინაო დავალებისადმი. ვამჩნევდი, რომ წერით საშინაო დავალებებს მოსწავლეები ზედმიწევნით კარგად ასრულებდნენ. დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რამდენად დამოუკიდებლად ასრულენ ისინი საშინაო დავალებას, რამდენად ეხალისებათ მისი შესრულება და რამდენად დაინტრესებულნი არიან, გააზრებული აქვთ თუ არა შესასრულებელი დავალების მნიშვნელობა და აუცილებლობა. ამ კითხვებიდან გამომდინარე,  გადავწყვიტე, მეხუთე კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებში განმეხორციელებინა კვლვა.


1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:

·         ერთერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ დროის ფაქტორი. მოსწავლეები იმდენად დაკავებულნი არიან სპორტით, ხელოვნებით, კლასგარეშე დამატებითი მეცადინეობებით, რომ აღარ რჩებათ საკმარისი დრო, სურვილი და ენერგია სასკოლო დავალებბის შესასრულებლად.
·         ზოგიერთი მოსწავლე საერთოდ არ ასრულბს საშინაო დავალებას და მეორე დღეს დავალების შეუსრულებლობის მიზეზად იგონებს სხვადასხვა მიზეზს.
·         ზოგიერთი მოსწავლე ასრულებს დავალებას, თუმცა არ ზრუნავს მის ხარისხზე,
·         ზოგიერთი მოსწავლე მიმართავს უფროსს დასახმარებლად, რათა მარტივად და დროულად მოაგვაროს ,,პრობლემა“.
·         ზოგიერთი მოსწავლე საშინაო დავალებებს უხალისოდ, უხარისხოდ ასრულებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მათ მიერ დავალების პირობის არაადეკვატური ან საერთოდ, არ გაცნობა.
·         დავალება უხარისხოდ და უხალისოდ შეიძლება იყოს შესრულებული (შესაძლოა, სართოდ არ შასრულოს) მაშინაც კი, როდესაც მშობელი სისტემატიურად, დროულად ან სართოდ არ უმოწმებს შესრულებულ სამუშაოს.
·         საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებაზე უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს ის ფაქტი, რომ შესაძლოა, მოსწავლე  უყურადღებოდ ისმენს მასწავლებლის მხრიდან დავალების პირობის ახსნას და შესაძლოა, მექანიკურად ინიშნავს დავალებას.
·         საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებაზე უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს ის ფაქტი, რომ მოსწავლე შესაძლოა არ ან არასწორად ინიშნავს დავალებას.
·         საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებაზე უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს ის ფაქტი, რომ მოსწავლე შესაძლოა, არ იყოს მიზანდასახული ანუ არ ჰქონდეს  გააზრებული, თუ რისთვის აკეთებს ამ ყოველივეს, არ აქვს დასახული სამომავლო გეგმები.
·         პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოსწავლესა და მშობელს არ აქვთ სათანადოდ გააზრებული ის ფაქტი, რომ თუ მოსწავლე თავიდანვე არ მიეჩვვა საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებას, საბაზო საფხურზე სწავლისას იგი სერიოზულ სირთულეებს გადააწყდება.






                                         
1.4. კვლევის მიზანი

   კვლევის მიზანია დეტალურად შევისწავლო ,თუ რამდენად დამოუკიდებლად და ხარისხიანად ასრულებენ მოსწავლეები სახლში შესაბამის საშინაო დავალებებს, რა პრობლემები ექმნებათ წერითი საშინაო დავალებების შესრულებისას და რა არის მათი გამომწვევი მიზეზი/მიზეზები.

1.5. კვლევის ამოცანები:

·         დაკვირვება თითოეული მოსწავლის მიერ წერითი საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებაზე.
·         დაკვირვება თითოეული მოსწავლის მხრიდან საშინაო დავალების შესრულების ხარისხზე, ყურადღებაზე, სწავლისა და თავისუფალი დროის მიმართ დამოკიდებულებაზე.
·         ფოკუსირებული დაკვირვება  და დისკუსიის გზით პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
·         მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვა.
·         მონაცემების კოდირება და ანალიზი.
·         შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.




თავი  II


პრაქტიკული კვლევის არსი


    საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, წამოვაყენე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა მოსწავლისათვის    მიცემული საშინაო დავალების შესრულებით  გამოწვეულ პრობლემებს და მის გაუმჯობესების გზებს.
 ყურადღებას გავამახვილებ წერით დავალებაზე, რომელსაც მასწავლებლები გარკვეული მიზნით იყენებენ.
   გარკვეული თემის ან ნაწარმოების შესწავლა გულისხმობს გააზრებასა და უნარების განვითარებას. ახალი უნარის უკეთ გასააზრებლად საჭიროა, სწორად განაწილდეს მოსწავლეთა დრო. როგორც წესი, დამახსოვრება-გააზრება და განმტკიცება გარკვეული ხნის განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართულ პრაქტიკასაც უკავშირდება. ამ დროს სავარჯიშოების/დავალებების მეშვეობით საჭიროა ცოდნის განმტკიცება როგორც კლასში, ისე სახლში, სწორედ ამიტომ ვაძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება. პრაქტიკული სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების დროს მოსწავლეები ათვისებულ მასალას უკეთ იაზრებენ
    საშინაო დავალების არსი მდგომარეობს შემდეგშიმოსწავლეები განიმტკიცებენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, ეჩვევიან დამოუკიდებელ მუშაობას, საშინაო დავალება მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, თვალ-ყური ადევნონ შვილის სასკოლო საქმიანობას. საშინაო დავალება მოსწავლეებს უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას და  არაპირდაპირ ასწავლის დროის მენეჯმენტს, რაც  ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.
    პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, მკვლევრებისა და არასპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები  ერთიანდებიან, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგსაც აღწევენ.
    რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხური განსაზღვრულია პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ამიტომ კვლევაც მეხუთე კლასის მოსწავლეებში, მათ მშობლებში და ამ კლასებში შემავალ პედაგოგებში განვახორციელე.



                                   
                       კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:


1.        სსიპ ქალაქ თბილისის N158  საჯარო სკოლის V კლასის 17  მოსწავლე
( გოგონა – 10, ვაჟი7).
2.        სსიპ ქალაქ თბილისის N158  საჯარო სკოლის V კლასის 17  მოსწავლის მშობელი.
3.        სსიპ ქალაქ თბილისის N158  საჯარო სკოლის V კლასის 10  მასწავლებელი.
      სულ44  რესპოდენტი.


თავი III

ლიტერატურის მიმოხილვა

ბევრი ქვეყნის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლების მნიშნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მისი შესრულება მოსწავლეებს ყოველდღე უწევთ და ამ მხრივ ერთგვარი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებს განსხვავებული გამოცდილება აქვთ საშინაო დავალებასთან დაკავშირებით.
ბევრ ქვეყანაში დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ აძლევენ. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ უმცროსკლასელი მოსწავლეები დავალებისგან ვერ იღებენ სარგებელს (კუპერი, 2001). ამ გავრცელებული მიდგომისაგან განსხვავებით, გერმანიაში პირველივე დღიდან აქვთ ბავშვებს საშინაო დავალება შესასრულებელი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე სკოლამ გერმანიაში საშინაო დავალება აკრძალა. იაპონიაში აკადემიური სწავლება დღეში 6 საათს გრძელდება, საზაფხულო არდადეგები 6-კვირიანია, ხოლო ზამთრის არდადეგები – 2-კვირიანი. იაპონელ მოსწავლეებს დავალება ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი, არდადეგების პერიოდის ჩათვლით. აშშ-ში საშინაო დავალება მხოლოდ 1950-იან წლებში გახდა სავალდებულო. მისი შემოღება ცივ ომს უკავშირდება. სკოლის მოსწავლეების მიმართ მოლოდინები გაიზარდა და ქვეყანამ მიზნად დაისახა რუსული სკოლების აკადემიური მიღწევებისთვის გადაეჭარბებინა. საშინაო დავალების სავალდებულო ხასიათი დღემდე შენარჩუნებულია. 2007 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ საშინაო დავალების მოცულობა იზრდება და ამჟამად მისი შესრულება, საშუალოდ, დღეში სამ საათზე მეტ დროს მოითხოვს.
ბოლო სამოცი წლის განმავლობაში სამეცნიერო ლიტერატურაში საშინაო დავალების საკითხისადმი ინტერესი იზრდება, თუმცა შეხედულებები მისი მნიშვნელოვნების შესახებ განსხვავდება. კერძოდ, სამეცნიერო ლიტერატურა გამოყოფს საშინაო დავალების როგორც დადებით, ისე ნეგატიურ ეფექტებსერთი მხრივ, საშინაო დავალება ეხმარება მოსწავლეებს შრომის ჩვევის გამომუშავებაში, იმის გაცნობიერებაში, რომ სწავლა სკოლის გარეთაც გრძელდება. საშინაო დავალება აუმჯობესებს დამოუკიდებლად მუშაობის უნარებსა და პასუხისმგებლობის გრძნობას გარდა ამისა, საშინაო დავალება შესაძლებლობას აძლევს მშობლებს, უფრო მკაფიო წარმოდგენა შეექმნათ შვილების აკადემიურ მიღწევაზე (Cooper, Robinson, & Patall, 2006).  .
მეორეს მხრივ, საშინაო დავალებას ნეგატიური ეფექტებიც აქვს. კერძოდ, მკვლევარების აზრით, საშინაო დავალება შეიძლება გახდეს მომაბეზრებელი, შეზღუდოს დასვენებისთვის განკუთვნილი დრო, გაზარდოს იმის რისკი, რომ მშობლები ზედმეტად ჩაერიონ სწავლის პროცესში, თავს მოახვიონ შვილს საკუთარი მოსაზრებები (Cooper, Robinson, & Patall, 2006).
სამეცნიერო ლიტერატურა, აგრეთვე, აჩვენებს, რომ საშინაო დავალების ეფექტები განსხვავდება სწავლის საფეხურის მიხედვით - ეფექტი უფრო მაღალია საბაზო და საშუალო, ვიდრე დაწყებით საფეხურზე  (Cooper, Robinson, & Patall, 2006).
ასევე, საშინაო დავალების ეფექტურობა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რამდენად მოტივირებულია მოსწავლე მის შესასრულებლად. თუ მოსწავლე ჩართულია სწავლის პროცესში, ის მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს დავალების შესრულებისას,   ზრუნავს შესრულებული დავალების ხარისხზე. შესრულებულ  სამუშაოს მისთვის   დიდი ღირებულება აქვს (Newmann, 1986).
სწავლების პროცესში ბევრი მასწავლებელი სწორედ საშინაო დავალებას ასახელებს ყველაზე პრობლემურ საკითხად. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მასწავლებელთა უკუკავშირის ანალიზი აჩვენებს, რომ საშინაო დავალების გამოყენების სტრატეგიის დაგეგმვისას განსაკუთრებით საყურადღებო საკითხებია: )საშინაო დავალების შინაარსის განსაზღვრა (როგორ უნდა შეექმნათ ისეთი დავალება, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს სწავლაში), ) საშინაო დავალების შესრულებისას მშობლების ნაკლები ჩართულობა  და ) მოსწავლეთა მოტივაციის საკითხები (თუ როგორ გაუღვივონ მოსწავლეებს მოტივაცია, რათა მათ დავალება შეასრულონ)  (Paulu, 1998).
ბევრი კვლევა არის განხორციელებული საშინაო დავალების ეფექტის შესახებ მოსწავლეთა სასწავლო შედეგებზე.  (Cooper, 1989; Cooper & Valentine, 2001; Trautwein, Koller, Schmitz, & Baumer, 2002; Dettmers,  Trautwein, & Ludtke, 2009).  ეს კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეები, ომელთაც საშინაო დავალება რეგულარულად აქვთ შესასრულებელი, უფრო მაღალ აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე ისინი, ვინც საშინაო დავალებას არ ასრულებს (Cooper, 1989; Cooper & Valentine, 2001; Trautwein et al., 2002). საშინაო დავალებას უყალიბებს მოსწავლეს  თვითდისციპლინას და პასუხისმგებლობის გრძნობას. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს მათ უბიძგებს სწავლის სიყვარულისკენ.
თუმცა, მოსწავლეთა სასწავლო შედეგებზე საშინაო დავალების ეფექტის შესწავლისას ბევრ თანმდევ კონტექსტუალურ ფაქტორზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საშინაო დავალებათა გამოყენების რეგულარულობა და თანმიმდევრულობა: მოსწავლეები სარგებელს იღებენ რეგულარული საშინაო დავალებისგან, რადგან მათი შესრულების პროცესში ახალ საკითხებში ვარჯიშობდნენ, მიმოიხილავდნენ  შესასწავლ საკითხებს ან განვლილ მასალას იმეორებენ (Trautwein et al., 2002). მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია საშინაო დავალებების გასწორებისა და მოსწავლისთვის უკუკავშირის გაცემის თავისებურებები:        
            თუ საშინაო დავალება არ სწორდება, ის უფუნქციო ხდება ბევრი მოსწავლისთვისზოგიერთი მასწავლებელი მარტივად აგროვებს დავალებებსსხვები კლასში ჩამოივლიან და წერილობით უკუკავშირს უწერენ რვეულებში ან ზეპირად ესაუბრებიან მოსწავლეებს შეცდომების შესახებ  და აფასებენ მათ. ზოგიერთი მასწავლებელი თავად მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, ერთმანეთს შეუსწორონ დავალებები, როგორც სწავლების ერთ-ერთი ნაწილი და მასწავლებელი მათ დამატებით ქულას უმატებს ამისთვის (Cooper, 1994). საშინაო დავალების შეფასების ეს განსხვავებული მიდგომები განსხვავებულ გავლენას ახდენს მოსწავლეთა შედეგებზე. მკვლევარებმა  აღმოაჩინეს, რომ საშინაო დავალება უკუკავშირის გარეშე ნეგატიურად არის დაკავშირებული მოსწავლის წარმატებასთან (DeJong, Westerhof, & Creemers, 2000), მაშინ როდესაც საშინაო დავალება, რომელსაც ერთვის მასწავლებლის ინდივიდუალური უკუკავშირი, დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე (Walberg, Paschal, & Weinstein, 1985). ერთ-ერთი კვლევის თანახმად, როდესაც, საშინაო დავალება ფასდებოდა და მას კომენტარი ერთვოდა, ამან 50-70 % ით გაზარდა მოსწავლეთა სწავლის შედეგები  (Walberg et al., 1985). ამასთანავე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავად უკუკავშირის მახასიათებლებსაც.
მოსწავლის წარმატების აღსანიშნავად რეკომენდებულია: ნამუშევარში სწორი პასუხების მითითება, ნამუშევრის ხარისხის თვისებრივი აღწერა, შედეგის გაუმჯობესების სტრატეგიების დასახვა. მოსწავლისთვის გეზის მისაცემად მიზანშეწონილია: საჭირო ცვლილებების მითითება, გასაუმჯობესებელი მხარეების ჩამოთვლა, სტრატეგიებთან ან პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემების მონიშვნა, სამახსოვროს შეთავაზება, კონკრეტული რეკომენდაციის მიცემა, შეკითხვის დასმა (ნოზაძე, 2014).
საერთო ჯამში, სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გაითვალისწინოს საშინაო დავალებასთან დაკავშირებული შემდეგი ფაქტორები:
•          აუცილებელია საშინაო დავალებას ჰქონდეს მიზანი;
•          დატვირთული და დიდი მოცულობის საშინაო დავალებები არ არის შედეგზე ორიენტირებული;
•          საშინაო დავალება არ უნდა იყოს გამოყენებული დასჯის ინსტრუმენტად;
•          საშინაო დავალებები უნდა იყოს  მრავალფეროვანი, რადგან  ერთი და იმავე ტიპის დავალებები მოსწავლეებს ბეზრდებათ;
•          სასურველია ისეთი ტიპის საშინაო დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს ფიქრის საშუალებას მისცემს;
•          მასწავლებლები უნდა შეეცადონ, რომ საშინაო დავალება დღევანდელობასთან დააკავშირონ;
•          მასწავლებლებმა  საშინაო დავალებები უნდა შეუთავსონ მოსწავლეების უნარებს, ინტერესებსა და საჭიროებებს;
•          საშინაო დავალება უნდა მოეთხოვებოდეს ყველა კლასის მოსწავლეს, მაგრამ სავალდებულო და ნებაყოფლობითი საშინაო დავალებების კომბინაცია  არის ყველაზე შედეგიანი სტრატეგია  (Cooper, 1989)

როგორც აღვნიშნე,  მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლების ერთერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. არაერთი კვლევა ჩატარებულა და ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ რა სარგებლობასთან/სირთულეებთან არის მოსწავლისათვის საშინაო დავალების მიცემა დაკავშირებული და ზოგადად, რატომ უნდა მივცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალება, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს?
   წერითი   საშინაო დავალება სწავლასწავლების ნაწილია.
     საშინაო დავალება მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. იგი ასევე აახლოებს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან, მშობელს ეძლევა საშუალება უფრო მეტად ჩართული იყოს ბავშვის განვითარებაში. საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულების დროს მოსწავლეს ეძლევა საშუალება, გამოცდილება მიიღოს და სკოლაში უფრო წარმატებული გახდეს. საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება ასევე საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისკენ, ხოლო მშობელს აძლევს საშუალებას, აკონტროლოს შვილის განათლება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მას. თუმცა ამ ყველაფრის დადებითობა სწორად შესრულებულ  საშინაო დავალებაზე და სწორ მიდგომებზე დამოკიდებული.
 საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება მოსწავლეს უფრო დამოუკიდებელსა და თვითდაჯერბულს ხდის. მას უვითარდება კვლევის, კრიტიკული ანალიზის, შეცდომების ადკვატურად გააზრებისა და მასზე სწავლის უნარები. როდესაც მოსწავლე დამოუკიდებლად ასრულებს წერით დავალებას, ის განიმტკიცებს ზეპირად ნასწავლ მასალას და სიღრმისეულად გაიაზრებს მას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მოსწავლემ და მშობლმა გაიაზრონ ყოველივე ზემოთ აღწრილი და შეასრულონ იგი.
     კვლევებით დადგენილია, რომ საშინაო დავალების შესრულება ყველაზე შედეგიანია უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირაში 5–10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ნაკლებად შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის.  (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს და . . )

                        თავი IV

კვლევის დიზაინი

 კვლევის სამიზნე ჯგუფი:

1.      V კლასის მოსწავლეები.
2.      V კლასის მოსწავლეთა მშობლები.
3.     V კლასში შემსვლელი პედაგოგები.

.1.  კვლევის მეთოდები

მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

·         გამოკითხვააღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა პასუხი მიმეღო კითხვებზე: რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას მოსწავლისთვის? რაში ეხმარებათ და რა სირთულეებს წარმოქმნის ამ სამუშაოს ყოველდღიურად დამოუკიდებლად და ხარისხიანად შესრულება?
·          ანკეტირებამივმართე ანკეტირებას. კითხვარები მომზადდა V კლასის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე ამ კლასში შემავალი პედაგოგებისათვის. კითხვები იყო  ღია . რესპოდენტებს ვთხოვე, მაქსიმალურად გულწრფელნი ყოფილიყვნენ პასუხის გაცემის დროს.
·         ინტერვიუაღნიშნულ მეთოდს მივმართე, რათა გამერკვია პედაგოგებისა და მოსწავლეების დამოკიდებულება საშინაო დავალებისადმი.
·         ფოკუსირებული დაკვირვება ეს მეთოდი გამოვიყენე ეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით საგაკვეთილო პროცესის დასაკვირვებლად.

·           მეორადი მონაცემების ანალიზიეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.

.2.   კვლევის ვადები და განსაორციელებელი აქტივობები
მარტი
აპრილი
მაისი

·         პრობლემის შერჩევა;
·         კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება;
·         ინტერვიუ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან;
·         მეორადი მონაცემების შეგროვება;
·         მეორადი მონაცემების ანალიზი;
·         კითხვარების შედგენა, დამუშავება;
·         გამოკითხვა/ანკეტირება;
·         მიღებული შედეგების ანალიზი;
·         სავარაუდო ინტერვენციების განხილვა;
·         ინტერვენციის განხორციელება;
·         ინტერვენციის შედეგების ანალიზი;
·         პრეზენტაცია, თანამშრომლებისთვის შედეგების გაცნობა.

თავი V


კვლევის შედეგები

5.1.მონაცემთა ანალიზი

    ინტერვიუ - ინტერვიუმ  მეხუთე კლასის  პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან საშუალება მომცა, განმესაზღვრა პედაგოგების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების  დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ.  ( V კლასიდან მაღალი, საშუალო და დაბალი აკადემიური მოსწრების 2–2 მოსწავლე). ბავშვების შერჩევა მოხდა ამ კლასების დამრიგებლებთან ინტერვიუს საფუძველზე.
     მეხუთე კლასის დამრიგებელთან და ამ კლასში შემსვლელ პედაგოგებთან ჩატარებული პირისპირ ინტერვიუების საფუძველზე შევძელი შემეგროვებინა შემდეგი სახის ინფორმაცია:
·         აძლევს  თუ არა  მასწავლებლები მოსწავლეებს საშინაო დავალების მიცემის დროს ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შესრულდეს საშინაო დავალება;
·         მასწავლებლები  უწევენ თუ არა მონიტორინგს მოსწავლეების მხრიდან საშინაო დავალება რამდენად დამოუკიდელად არის შესრულბული;
·         რა პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეთა მხრიდან საშინაო დავალებების შესრულებისას და მათი შემოწმებისას?
·         როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული პრობლემების მოგვარების გზები.  
      პედაგოგების გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინა, მასწავლებლისთვის  რა ღირებულება აქვს საშინაო დავალებას, რომელიც მოსწავლისთვისაა განკუთვნილი, რა პრობლემებს აწყდება ამ კუთხით და როგორ წარმოუდგენია აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზები. გამოკითხვაში 10 პედაგოგი მონაწილეობდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელთა 18% ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შესრულდეს დავალება, არ იძლევა, 36% მასწავლებლებისა ყოველთვის იძლევა ინსტრუქციას, 46% კიზოგჯერ. მოსწავლეთა მიერ შესრულებულ საშინაო დავალებას ყოველთვის ასწორებს 48%, ზოგჯერ – 52%, ხოლო არასოდეს – 0%.  მასწავლებლების 79% მიიჩნევს, რომ მათ მიერ მოსწავლეებისთვის მიცემული საშინაო წერითი დავალება ახალი მასალის განსამტკიცებლად აუცილებელია და ყოველდღე უნდა შესრულდეს, მასწავლებელთა 10%–ის აზრითაუცილებელია, თუმცა, შესაძლოა, ყოვეელდღე არ შესრულდეს , ხოლო მასწავლებელთა 11%– მიაჩნია, რომ მოსწავლებს სახლში სამუშაოდ უნდა მივცეთ ან ზეპირი, ან წერითი დავალება, სხვა შემთხვვაში ისინი უხარისხოდ მომზადებულნი მოვლენ სკოლაში..
        მშობლებთან ინტერვიუს  ანალიზისას გამოვლინდა, რომ მშობლების უმეტესობა უარყოფითად აფასებდა იმ ფაქტს, რომ მათი შვილები საჭიროზე მეტ დროს ანდომებდნენ საშინაო დავალების შესრულებას და ამ საქმიანობას ისინი უხალისოდ ასრულებდნენ
      გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო V კლასის მოსწავლეების თითოეულმა მშობელმა ან მეურვემ. გამოკითხვაში მონაწილეობდა მდედრობითი სქესის 100%.           გამოკითხვის შედეგად საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებას დიდ დროს ანდომებს მოსწავლეთა 85%.
დიახ85%
არა15%
     საშინაო დავალებას ხალისით მხოლოდ მოსწავლეთა 21% ასრულებს.
დიახ – 21%
არა – 79%
         ანკეტირებული გამოკითვა - მშობლებმა  შეავსეს ანკეტები სკოლაში. შეგროვებული კითხვარების რაოდენობა მშობელთა  მთლიანი რაოდენობის 97%–ია. მიმაჩნია, რომ კითხვარმა ზოგადი წარმოდგენა შექმნა მშობლის დამოკიდებულების გასაგებად საშინაო დავალებასთან დაკავშირებით.
შედეგებიდან გამომდინარე, ბავშვის მიერ საშინაო დავალების შესრულებისას ჩართულია მშობელთა  92%, ბავშვი საშინაო დავალებას ვერ წერს: უფროსის დახმარების გარეშე – 50%, დავალებას ასრულებს დამოუკიდებლად – 8%, სჭირდება მცირეოდენი მითითებები – 42%; მშობელს უწევს დავალების ახლიდან ახსნა იმიტომ, რომ მასწავლებელმა არ ამუშავა კლასი მსგავს სავარჯიშოზე – 11%, ბავშვის უყურადღებობის მიზეზით – 29%, დავალების სირთულის გამო – 52%, მშობელს ახლიდან ახსნა არ უწევს – 8%, მშობელთა 20%– მიაჩნია, რომ რაც ნაკლებად ჩაერთვება შვილის დავალების შესრულებაში, მით მეტ დამოუკიდებლობას მიეჩვევა შვილი, მშობელთა 56% კი თვლის, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიეხმაროს შვილს დავალების შესრულებაში. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად  შემოქმდებითი დავალებები მოსწონთ ბავშვებს (82%), შემდეგზეპირი (13%), ყველაზე ნაკლებად კიწერითი დავალებები (5%). მასწავლებლის მიერ მოსწავლის დავალების შემოწმება- გაანალიზებისას მშობელთა 100%-სათვის მნიშვნელოვანია ჯერ განმსაზღვრელი ქულა, შემდეგ კი-განმავითარებელი კომენტარი. მშობელთა 84 % თვლის, რომ სკოლის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლემ დავალება უნდა შეასრულოს და ეს არ უნდა იყოს მოვალეობის მოხდის მიზნით. ასევე,
        ანკეტირება ჩავუტარე V კლასის მოსწავლეებს მათსავე საკლასო ოთახებში. (ანკეტირება ჩატარდა  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად). მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყოველთვის ასრულებ საშინაო დავალებას მოსწავლეთა 92%. ამათგან დამოუკიდებლად ასრულებ საშინაო დავალებას  მოსწავლეთა 8%; ხშირად მიმართავუფროსს საშინაო დავალების შესრულებისას დასახმარებლად 84%;
მოსწავლეთა 72 % თვლის, რომ  საშინაო დავალების შესრულება შესასწავლი მასალის სიღრმისეულად გააზრებასა და ცოდნის განმტკიცებაში ეხმარებათ; მოსწავლეთა 68%-ს არ აქვს  გააზრებული საშინაო დავალების შესრულების აუცილებლობა, რადგან ამაზე არასდროს უფიქრიათ. მოსწავლეთა 96 %-ს მოსწონს შემოქმედებითი დატვირთვის საშინაო დავალებები. მოსწავლეთა 22 % საშინაო დავალებას ასრულებს სკოლიდან შინ დაბრუნებიდან 1 საათის შემდეგ,  43 %- შუადღისას, 44%-ძილის წინ, 1% არ ასრულებს საშინაო დავალებას არასდროს.  ყოველთვის ყურადღებით ინიშნავ საშინაო დავალებას მხოლოდ 8% ; მასწავლებლის მიერ შენ მიერ შესრულებული დავალების შემოწმება-გაანალიზებისას,   მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი ქულა მოსწავლეთა 100 %-სათვის, ამასთანავე, თუ მასწავლებელმა მათ წერითი დავალებები არ შეუმოწმათ, მოსწავლეები მოტივაციას კარგავენ.
სკოლის გაცდენის შემთხვევაში საშინაო დავალებას მაინც ასრულებს მოსწავლეთა 12 %, მხოლოდ -დაგვიანებით და თვლიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეზარებათ, ეს მომავალი გაკვეთილების გაგებასა და დასწავლაში ეხმარებათ.
საშინაო დავალების შესრულებისას პირობას დამოუკიდებლად და ყურადღებით ეცნობა მოსწავლეთა 12%.    
   ანკეტირება ჩავუტარე V კლასში შემსვლელ პედაგოგებს. აღმოჩნდა, რომ საშინაო დავალებას ზუსტად და მკაფიოდ უხსნის მოსწავლეებს მასწავლებელთა 98 %.
ყოველი მოსწავლის მიერ შესრულებულ საშინაო დავალებას ხშირად ამოწმებს მასწავლებელთა 90%, თუმცა, ვერ ახერხებენ,შეამოწმონ,რამდენად დამოუკიდებლად,ხარისხიანად და ამომწურავად იმუშავა მოსწავლემ საშინაო დავალებაზე. მასწავლებელთა უმეტესობა თვლის, რომ პრობლემაა სხვების მიერ დაწერილი დავალება და მოსწავლეთა მხრიდან უყურადღებობა. ამ პრობლების  მოგვარების წინაპირობაა, მოსწავლეს არ ჰქონდეს დასჯის შიში და იყოს მოტივირებული.ასევე, პრობლემად სახელდება ის, რომ მასწავლებლები ვერ ახერხებენ
 დეტალურად განიხილონ თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული   საშინაო დავალება. ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია შესაბამისი ლიტერატურის გაცნობით და თანამშრომლობით-აღნიშნეს პედაგოგებმა.
                   ( დანართი 1-ლი, მე-2 და მე-3 )


         ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილებზეეფექტური უკუკავშირის კრიტერიუმებზე დაყრდნობით დავაკვირდი საგაკვეთილო პროცესს:
I  დღე- V კლასში ჩავატარე დაწყვილებული გაკვეთილი. პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს ავუხსენი ახალი მასალა, მივეცი საშინაო დავალება, გავაკეთე კომენტარი იმის შესახებ, როგორ უნდა შეესრულებინათ იგი. მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთხოვე, წაეკითხათ ახალი გაკვეთილი, გაეაზრებინათ და შეესრულებინათ მიცემული საშინაო დავალება. მე დავაკვირდი, რამდენად დამოუკიდებლად და ხარისხიანად ასრულებდნენ დავალებებს მოსწავლეები. აღმოჩნდა, რომ 17 მოსწავლიდან მხოლოდ ორმა მოსწავლემ შეასრულა დავალება ხარისხიანად დახმარების გარეშე; ხუთმა მოსწავლემ დავალების პირობა დააზუსტა, შესრულებისას ჰქონდათ დამატებითი რამდენიმე კითხვა; რვა მოსწავლე ხშირად მიხმობდა დასახმარებლად; ორმა კი საერთოდ ვერ გაიგო დავალების პირობა, ვერც დავალებას გაართვეს თავი.
II დღე- V კლასში ჩავატარე დაწყვილებული გაკვეთილი. პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს ავუხსენი ახალი მასალა, მივეცი საშინაო დავალება, გავაკეთე კომენტარი იმის შესახებ, როგორ უნდა შეესრულებინათ იგი. მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებს ვთხოვე, წაეკითხათ ახალი გაკვეთილი, გაეაზრებინათ და შეესრულებინათ მიცემული საშინაო დავალება. მე დავაკვირდი, რამდენად დამოუკიდებლად და ხარისხიანად ასრულებდნენ დავალებებს მოსწავლეები. აღმოჩნდა, რომ 17 მოსწავლიდან ამჯერად სამმა მოსწავლემ შეასრულა დავალება ხარისხიანად დახმარების გარეშე; ექვსმა მოსწავლემ დავალების პირობა დააზუსტა, შესრულებისას ჰქონდათ დამატებითი რამდენიმე კითხვა; ექვსი მოსწავლე ხშირად მიხმობდა დასახმარებლად; ორმა კი ამჯერადაც ვერ გაიგო დავალების პირობა, თუმცა, მასწავლებლის ჩარევის შემდეგ დავალებას მეტნაკლებად გაართვეს  გაართვეს თავი.
III დღე - V კლასში ჩავატარე  გაკვთილი, რომელზეც მოსწავლებს ავუხსენი ახალი მასალა, მივეცი ზეპირი საშინაო დავალება,.
IV დღეს  გაკვეთილზე მოსწავლებს ვთხოვე, გაემეორებინათ  ახალი გაკვეთილი და შეესრულებინათ მიცემული საშინაო დავალება, რომლის პირობაც კლასში ავხსენი. მე დავაკვირდი, რამდენად დამოუკიდებლად და ხარისხიანად ასრულებდნენ დავალებებს მოსწავლეები. აღმოჩნდა, რომ 17 მოსწავლიდან  ათმა  მოსწავლემ შეასრულა დავალება ხარისხიანად დახმარების გარეშე; ხუთმა მოსწავლემ დავალების პირობა დააზუსტა, შესრულებისას ჰქონდათ დამატებითი რამდენიმე კითხვა; ორი მოსწავლე ხშირად მიხმობდა დასახმარებლად, თუმცა, საბოლოო ჯამში, დავალება შეასრულეს.
  გაკვეთილებზე ფოკუსირებული დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები წერით საშინაო დავალებებს უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან, რაც გამოწვეულია საშინაო დავალების პორობის არასწორად გაგებით, ან უყურადღებობით. ასევე, მათ არ ჰქონდათ გააზრებული , რა სიკეთის მომტანი იყო მათთვის საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულება.

         მეორადი მონაცემების ანალიზისაშინაო დავალების ნიმუშების გასაცნობად შევაგროვე V კლასის მასწავლებლების მიერ მოსწავლეებისათვის მიცემული საშინაო დავალებები, რათა დამედგინა, კონკრეტულად რა მოცულობის და სირთულის საშინაო დავალებებს აძლევდნენ პედაგოგები მოსწავლეებს, რამდენად სისტემატიურად უმოწმებენ დავალებებს და უწერენ თუ არა მასწავლებლები მოსწავლეებს განმავითარებელ კომენტარებს. აღმოჩნდა, რომ მასწავლებელთა 55 %  სისტემატიურად უმოწმებს მოსწავლეებს დავალებებს,  განმავითარებელ კომენტარებს აკეთებს მასწავლებელთა 17%, დანარჩენი პედაგოგები შემოწმებისას მხოლოდ აღნიშვნით შემოიფარგლბიან.
         საერთო ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები უხალისოდ ასრულებენ საშინაო დავალებას, რომ საშინაო დავალების შესრულებაზე დიდ დროს ხარჯავენ და რომ ურთულდებათ საშინაო დავალების შესრულება. ასევე გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები ყოველთვის არ ასწორებენ საშინაო დავალებას, ან თუ ასწორებენ- არასისტემატიურად და არასრულყოფილად, რაც იმის საფუძველი ხდება, რომ მოსწავლე ან ვერ ასრულებს საშინაო დავალებას, ან უხარისხოდ ასრულებს. დავალების შეუმოწმებლობით ან არასრულყოფილად შემოწმებული დავალების შემდეგ მოსწავლეს უქრება მოტივაცია. საბოლოოდ, სწორედ ამ ფაქტორების გამო ვღებულობთ უხალისოდ და უხარისხოდ შესრულებულ საშინაო დავალებას,
უარეს შემთხვევაში-უფროსის მიერ შესრულებულ დავალებას.
       
          5.2.  კვლევის მიგნებები

        მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:

·          მოსწავლეებში დროის დეფიციტი (საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ დაკავებულნი არიან სხვადასხვა არასასკოლო საგანმანათლებლო თუ სპორტული აქტივობებით);
·          ყურადღების დეფიციტი (მოსწავლეები არ/ვერ ისმენენ  და  არ/ვერ  ინიშნავენ საშინაო დავალებებს)
·          ზოგჯერ მოსწავლისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს საშინაო დავალების შესრულების ამომწურავი ინსტრუქციის არმიცემა;
·         მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების ხარისხზე საგნის მასწავლებლის მხრიდან პასიური დამოკიდებულება;
·         მოსწავლეებისა და მშობლებისათვის მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი ქულა, აქედან გამომდინარე, დავალებები სრულდება უფროსების სერიოზული ჩარევით.

5.3.  შესაძლო ინტერვენციები

       კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის 7 ვარიანტი:

1.      V კლასის მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა, სადაც დეტალურად იქნება საუბარი საშინაო დავალების შესახებ. ასეთი ლიტერატურის გაცნობის შემდეგ პედაგოგებს საშუალება მიეცემათ განსაზღვრონ როგორი, რა სახის და რა დოზით მისცენ მოსწავლეებს საშინაო დავალებები.
2.      V კლასის  პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს დაეხმარება ინდივიდუალურად დამუშავებული ლიტერატურიდან მიღებული გადაწყვეტილებები კოლეგებს გაუზიარონ, შეჯერდნენ როგორ, რა სახით, რა დოზით მისცენ დავალებები მოსწავლეებს, რომ საშინაო დავალება შესრულდეს ინტერესით, ხალისით დამოუკიდებლად და ხარისხიანად.
3.      V კლასის მასწავლებლების მიერ საშინაო დავალების მიცემის დროს იქნეს გაცემული საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო რეკომენდაციები და საშინაო დავალება დროულად და სრულყოფილად იყოს შემოწმებული. მსგავსი მიდგომა მოსწავლეებს გაუადვილებს დავალების შესრულებას და მათში გაზრდის მოტივაციას.
4.      V კლასის მოსწავლეებთან მინილექცია საშინაო დავალებების დამოუკიდებლად შესრულების აუცილებლობის შესახებ, შემდეგ კი - დისკუსია.
5.      გამოვიყენო აქტივობა ,,შებრუნებული საკლასო ოთახი“ .
6.      მოსწავლეები დავასწარო ქალბატონ ინგა ცქვიტინიძის ღონისძიებას, სადაც მოწვეული ჰყავთ მსახიობი დარეჯან ხაჩიძე. მოსწავლეებმა  მათთვის საინტერესო კითხვებს მოამზადებენ.
7.      V კლასის მოსწავლეები შეხვდებიან სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაია მელქაძეს.  დაუსვამენ მათთვის საინტერესო კითხვებს საკვლევი თემიდან გამომდინარე და ისაუბრებენ  წარმატების საიდუმლოზე.


5.4.  განხორციელებული ცვლილებები

        შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:

1.      დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის ლიტერატურის გაცნობა
პედაგოგები გაეცვნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ლიტერატურას როგორც  ბიბლიოთეკაში, ისეინტერნეტში. ლიტერატურის გაცნობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს მიღებული ინფორმაცია და მოსწავლეებს მიაწოდოს ისეთი სახის და ისეთი დოზის საშინაო დავალება, რომ მოსწავლემ ეს დავალება ხალისით და ხარისხიანად შეასრულოს.
      2. დაწყებითი კლასის პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაპედაგოგებს შორის მოეწყო შეხვედრები, სადაც მოხდა ლიტერატურის დამუშავების შემდეგ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების კოლეგებისთვის გაზიარება, შეჯერება თუ რა სახის, როგორი საშინაო დავალებები გაიცემა მოსწავლეებისთვის.
    3. დაწყებითი კლასის პედაგოგები მოსწავლეებისთვის დროულად გასცემენ საშინაო დავალების მიცემის დროს   საშინაო დავალების შესრულებისთვის საჭირო რეკომენდაციებს , შესაბამისად,  დროულად და სრულყოფილად ახდენენ საშინაო დავალების შემოწმებას.
4.         V კლასის მოსწავლეებს ჩავუტარე  მინილექცია საშინაო დავალებების დამოუკიდებლად შესრულების აუცილებლობის შესახებ, შემდეგ კი    გავმართეთ დისკუსია.
5.         გამოვიყენე აქტივობა ,,შებრუნებული საკლასო ოთახი“ .
შებრუნებული კლასი არის ინტერაქციული სწავლების სტრატეგია რომელიც ეხმარება მასალის უკეთ ათვისებაში და ზედა დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში.
სწავლების პროცესში, ინფორმაციის ახალი ნაკადი გადადის ჯგუფური სივრციდან (გაკვეთილი) ინდივიდუალურ სივრცეში (სახლი),  ხოლო ჯგუფური სივრცე გადაიქცევა დინამიურ სასწავლო გარემოდ, სადაც მასწავლებელი ფასილიტაციას უწევს მოსწავლის ცოდნის პრაქტიკული გამოყენების პროცესს და ორიენტირებულია  მის მაღალ ჩართულობაზე.
მოსწავლეები  სახლში ახალ მასალას ინტერაქციული ვიდეორგოლებით ეცნობიან, რაც გულისხმობს უცნობი ტექსტის წაკითხვასათვისებას, გააზრებას, კითხვაზე პასუხს, საკუთარი აზრის დაფიქსირებასმასწავლებელი იმასაც აკონტროლებს თუ ვინ ნახა დავალება, ვინ რა ნაწილი გაიგო და ვის სად უჭირს. ასე რომ, ეს ინდივიდუალური სივრცე ნახევრად მოდერირებულია.
კლასში, მასწავლებელს მეტი დრო რჩება მოსწავლესთან ერთი ერთზე ურთიერთობისთვის.
შებრუნებული კლასი არ არის ვიდეოგაკვეთილები, არამედ ინტერაქციული გაკვეთილი ჯგუფურ სივრცეში. მთელი მცდელობები არის მიმართული იმისკენ რომ ჯგუფური სივრცე იყოს: საინტერესო, შინაარსიანი და ემსახურებოდეს მიზანს.(http://mastsavlebeli.ge/?p=15292)
მოსწავლეებს ინტერნეტჯგუფში ფელიქს ზალტენის ,,ბემბის“ ქართული თარგმანი მივაწოდე. მათი დავალება იყო, წაეკითხათ ზღაპარი, გაეაზრებინათ და შეედარებინათ ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობთან“,გაეცათ პასუხი შემდეგ კითხვებზე: რა მსგავსებაა ამ ორ ნაწარმოებს შორის? რა განსხვავებაა ამ ორ ნაწარმოებს შორის? რა არის ორივე მწერლის საერთო სათქმელი?  წერილობითი დასკვნა მოეტანათ კლასში და გაეკეთებინათ პრეზენტაცია. ამისათვის მოსწავლეებს ჰქონდათ 2 კვირა.  მოსწავლეთა 94 %-მა დავალებას თავი  გაართვა. გაიმართა დისკუსია-მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე.


6.         მოსწავლეები დავასწარი ქალბატონ ინგა ცქვიტინიძის ღონისძიებას, სადაც მოწვეული ჰყავდათ მსახიობი დარეჯან ხაჩიძე. ქალბატონმა დარეჯანმა ისაუბრა თავისი სასკოლო წლების, დასახული მიზნების, მათი განხორციელებისას შექმნილი სირთულეებისა და წარმატებების შესახებ. მოსწავლეებმა  და მშობლებმა მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს მსახიობს.
7.         V კლასის მოსწავლეები შეხვდნენ სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაია მელქაძესდაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები საკვლევი თემიდან გამომდინარე და ისაუბრებეს წარმატების საიდუმლოზე.
თავი VI

რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება

6.1. რეკომენდაციები

       რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

      1. მასწავლებლებმა მოსწავლეებს მისცენ უკვე შესრულებული დავალებების მსგავსი სავარჯიშოები; მასწავლებლებმა საშინაო დავალების მიცემის დროს მოსწავლეებს მიაწოდონ  ამომწურავი  ინსტრუქცია, ასევე,  დროულად და სრულყოფილად შეამოწმონ საშინაო დავალება.
      2. საშინაო დავალების მიცემის დროს მასწავლებელმა გაითვალისწინოს დავალების რაოდენობა, წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს დავალება ისე, რომ მოსწავლის შესაძლებლობა  მაქსიმალურად გაითვალისწინოს, რათა მიაღწიოს შედეგს. ყოველი ახალი დავალება მოსწავლისათვის აღმოჩენა უნდა იყოს,  უნდა ზრდიდეს მისი ცნობისმოყვარეობის სურვილს ისე, რომ საშინაო დავალების შესრულება მოსწავლეს ჩვევაში გადაეზარდოს. ამისთვის აუცილებელია მისი გარეგანი და შინაგანი მოტივაციის შექმნა, როგორებიცაა: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, თვითრეალიზაციის მოთხოვნილება. ჟან პიაჟე მასწავლებლებს ურჩევს:
ყურადღება გაამახვილონ მოსწავლეთა აზროვნების პროცესზე და არა მხოლოდ მის შედეგზე. მასწავლებელმა მოსწავლეს მხოლოდ პასუხი კი არ უნდა შეუმოწმოს, არამედ დაადგინოს, რა გონებრივი პროცესები გამოიყენა მან ამ პასუხის მისაღებად. სასწავლო პროცესები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც ემყარება ბავშვთა არსებული კოგნიტური განვითარების დონეს.
მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინიციატივა და აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესშიცოდნის გადაცემა პირდაპირ კი არ უნდა მოხდეს, არამედ მოსწავლეს საშუალება უნდა მიეცეს, თვითონ გააკეთოს აღმოჩენები გარემოსთან უშუალო ურთიერთობის შედეგად (https://edu.aris.ge/news/jan-piajes-rcevebi-maswavleblebs.html) .
3. მასწავლებელს დიდი დაფიქრება მართებს საშინაო დავალების სწორად შერჩევისას, რათა ეს პროცესი დასჯად არ იქცეს, ხოლო მშობელმა კარგად უნდა გაიაზროს თავისი ფუნქცია.
 4. დამრიგებელმა, კლასის სხვა მასწავლებლებმა ითანამშრომლონ მშობლებთან და დააკმაყოფილონ მათი კითხვები საშინაო დავალების შესრულებასთან დაკავშირებით.
  5.  ზაფხულის არდადეგებზე მოსწავლეებმა აწარმოონ პირადი დღიურები, სურვილისამებრ და შეძლებისდაგვარად შექმნან ჩანახატები, ზღაპრები, ლექსები, მოთხრობები    
6.2. ინტერვენციის შეფასება

შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:

·         მასწავლებელთა გადამზადება და მათთვის ლიტერატურის გაცნობა დაეხმარება თუ არა  პედაგოგებს მოსწავლისათვის საშინაო დავალების სწორად მიცემაში?
·         ზემოთთქმულიდან გამომდინარე, დაეხმარება თუ არა ეს მოსწავლეს საშინაო დავალების მარტივად და დამოუკიდებლად შესრულებაში?
·         რამდენად სიღრმისეულად გაიაზრეს მოსწავლეებმა და მშობლებმა  დამოუკიდებლად მუშაობის სისტემა, მიზნები და ამოცანები?
·         ამაღლდა თუ არა მოტივაცია დავალების დამოუკიდებლად შესრულების მიმართ?

     პედაგოგთა შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით, მნიშვნელოვანი იყო დამედგინა, იქონია თუ არა გავლენა პედაგოგის მუშაობაზე მათი პრობლემების კოლეგებთან განხილვამ. მასწავლებელთა თქმით, გამოცდილების გაზიარება მათ დაეხმარათ საკუთარი იდეების ჩამოყალიბება-დახვეწაში. მასწავლებელთა გადასამზადებლად გატარებული ინტერვენციის შესაფასებლად განვახორციელე ფოკუსირებული დაკვირვება საშინაო დავალებებზე- რამდენად სისტემატიურად და სიღრმისეულად არის თითოეული დავალება შესრულებული, ასევე, არის თუ არა განმავითარებელი კომენტარი. აღმოჩდა, რომ მასწავლებლების მიერ გაცემული უკუკავშირი ამჯერად გაცილებით უფრო ზუსტი და განმავითარებელი იყო, ვიდრე კვლევის მონაცემების შეგროვების ეტაპზე.
     მშობლების დამოკიდებულებების დასადგენად ჩავატარე დისკუსია მათთან, სადაც გაირკვა, რომ მშობლებს ამჯერად მეტი ინფორმაცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მათმა შვილებმა დამოუკიდებლად, მინიმალური ჩარევით უნდა შეასრულონ საშინაო დავალება.
     ჩავატარე ინტერვენცია პედაგოგებს შორის. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში მშობელთა უკმაყოფილებამ, რომ მათ შვილებს უჭირდათ დამოუკიდებლად დავალებების შესრულება და ამ პროცესს დიდ დროს ანდომებდნენ, საგრძნობლად იკლო.
 
ჩავატარე ინტერვიუ მოსწავლეებთან. აღმოჩნდა, რომ მოტივაცია გაიზარდა დამოუკიდებლად მუშაობის თაობაზე. მათ გაიაზრეს, რომ მომავალში საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლები არიან მხოლოდ თვითონ, დასახეს სამომავლო მიზნები , ამოცანები, გაიაზრეს , რომ ყოველთვის სხვა ვერ დაეხმარებათ და დროულად უნდა დაიწყონ საკუთარ თავზე მუშაობა, რაც გამოიხატება, პირველ რიგში, საშინაო დავალებების დამოუკიდებლად შესრულებაში. საზაფხულო დავალებების შესრულება კი  წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.




თავი VII

დასკვნა

    პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ მოსწავლის მიერ სხვისი დახმარებით, ან მოსწავლის მაგივრად უფროსის მიერ შესრულებული  საშინაო დავალებით  გამოწვეული პრობლემების მიზეზებია:
·         პედაგოგებში ამ პრობლემაზე არსებული ინფორმაციის ნაკლებობა;
·          ნაკლებად თანამშრომლობენ მშობლები და მასწავლებლები;
·          საშინაო დავალების შეუმოწმებლობა ან არასრულყოფილი შემოწმება;
·         დროის დეფიციტი მოსწავლეებში/მასწავლებლებში.
·         მოსწავლეებში მოტივაციის არქონა, არაინფორმირებულობა,

    აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.
    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ახალი საკვლევი პრობლემადაწყებით კლასებში არის თუ არა საჭირო მოსწავლეებისთვის საშინაო დავალებად ე.წ.,,საზეპიროების“  მიცემა?

       P. S. პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ დაწყებითების კათედრაზე მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია.









გამოყენებული ლიტერატურა:

1.      ლობჟანიძე, ს. 2012. კვირის გეგმით მუშაობა.
2.      ლომიძე, ნ. 2015. საშინაო დავალება დასჯა არ არის- რეკომენდაციები მშობლებსა და მასწავლებლებს, http://edu.aris.ge/news/sashinao-davaleba-dasdja-ar-aris-rekomendaciebi-mshoblebsa-da-maswavleblebs.html (24.03.2016)
3.       მასწავლებლის წიგნი : ,,შეფასება: მოსწავლე, გაკვეთილი და შიდა სასკოლო „ 2016 წელი;  ავტორები: თამთა კობახიძე, გიორგი ნოზაძე, მაია ინასარიძე, მანანა ბოჭორიშვილი
  1. ნოზაძე, გ. ეფექტური უკუკავშირი, 2014, http://mastsavlebeli.ge/?p=2070 (20.03.2016).
5.       ,,საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები საქართველოში“  .კუტალაძე. 2012.
6.       ,,სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომებითბილისი. 2004.
  1. Cooper, H. M. (1989). Homework. White Plains, NY: Longman
  2. Cooper, H. M. “Homework Research and Policy,” Summer 1994 Newsletter. 1994.
  3. Cooper, H. M. (2001). Homework for all-in moderation. Educational Leadership
  4. Cooper, H. M., Lindsay, J. J., Nye, B. A., & Greathouse, S. (1998). Relationships among attitudes about homework assigned and completed and student achievement. Journal of Educational Psychology, 90, 70-83.
  5. Cooper, H.M., Robinson, J.C.,& Patall, E.A.(2006). Does homework improve academic achievement?
  6. Cooper, H. M., & Valentine, J. C. (2001). Using research to answer practical questions about homework. Educational Psychologist, 36(3), 143-53.





დანართები:                           კითხვარი მასწავლებლებისათვის

V კლასი
სახელი, გვარი   ----------------  --------------------------------
              საგანი   -
         პედაგოგი - თეონა კობახიძე

კითხვა
დიახ
არა
ნაწილობრივ
კომენტარი
1
რა სიხშირით აძლევთ მოსწავლეებს წერით დავალებებს?
ყოველთვის
ხშირად
იშვიათად

2
უწევთ თუ არა მონიტორინგს, მოსწავლეები რამდენად დამოუკიდებლად ასრულებენ საშინაო დავალებას?




3
საშინაო დავალებას ზუსტად და მკაფიოდ უხსნით მოსწავლეებს?




4
ყოველი მოსწავლის მიერ შესრულებულ საშინაო დავალებას ამოწმებთ?




5
ახერხებთ თუ-არა, შეამოწმოთ , რამდენად ხარისხიანად და ამომწურავად იმუშავა მოსწავლემ საშინაო დავალებაზე?




6
რა პრობლემები ჩნდება მოსწავლეთა საშინაო დავალებების შემოწმებისას?




7
როგორ შეიძლება, აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს?




8
ახერხებთ თუ-არა, განიხილოთ თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული   საშინაო დავალება?




9
როგორ ახერხებთ, განიხილოთ თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული   საშინაო დავალება?




10
როგორ ფიქრობთ, აუცილებელია თუ-არა , მოსწავლემ შეასრულოს დავალება, მიუხედავად იმისა, რომ გააცდინა გაკვეთილები?




11
(დაამატეთ კითხვა თქვენი სურვილით და უპასუხეთ)





ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- თეონა კობახიძე











კითხვები




დიახ




არა



ნაწილობრივ




კომენტარი
11
აქვს თუ არა გააზრებული თქვენს შვილს საშინაო დავალების შესრულების აუცილებლობა?




12
სჭირდება თუ არა თქვენს შვილს პერიოდული შეხსენება , რომ შეასრულოს დავალება?




13
სკოლიდან დაბრუნებული, დღის რომელ მონაკვეთში ასრულებს საშინაო დავალებას?
შუადღისას
საღამოს
ძილის  წინ

14
საშინაო დავალებას ასრულებს ტექსტის/მასალის შესწავლის შემდეგ თუ შესწავლამდე?




15
სწორად ინიშნავს თქვენი შვილი საშინაო დავალებას?




16
სწორად გაწვდით თქვენი შვილი ინფორმაციას საშინაო დავალების შესრულების შესახებ?




17
როგორ ფიქრობთ, საშინაო დავალება მოვალეობის მოხდის მიზნით უნდა სრულდებოდეს?




18
მასწავლებლის მიერ მოსწავლის დავალების შემოწმება-გაანალიზებისას, თქვენთვის მნიშვნელოვანია განმსაზღვრელი ქულა თუ განმავითარებელი კომენტარი?




19
რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდება თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას სკოლის გაცდენის შემთხვევაში?





20
როგორ ფიქრობთ, აუცილებელია თუ-არა , მოსწავლემ შეასრულოს დავალება, მიუხედავად იმისა, რომ გააცდინა გაკვეთილები?




რეფლექსია
   კვლევის მიზანი გახლდათ, დეტალურად შემესწავლა ,თუ რამდენად დამოუკიდებლად და ხარისხიანად ასრულებენ მოსწავლეები სახლში შესაბამის საშინაო დავალებებს, რა პრობლემები ექმნებათ წერითი საშინაო დავალებების შესრულებისას და რა არის მათი გამომწვევი მიზეზი/მიზეზები. კვლევის საფუძველი გახდა დაწყებითი კლასების მოსწავლეების მიდგომა  საშინაო დავალებისადმი. ვამჩნევდი, რომ წერით საშინაო დავალებებს მოსწავლეები ზედმიწევნით კარგად ასრულებდნენ. გადავწყვიტე, გამომეკვლია,  თუ რამდენად დამოუკიდებლად ასრულენ ისინი საშინაო დავალებას, რამდენად ეხალისებათ მისი შესრულება და რამდენად დაინტრესებულნი არიან, გააზრებული აქვთ თუ არა შესასრულებელი დავალების მნიშვნელობა და აუცილებლობა. ამ კითხვებიდან გამომდინარე,   მეხუთე კლასის მოსწავლეებსა და მათ მშობლებში განვახორციელე კვლევა.
 კვლევის დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები წარვუდგინე კოლეგებს. მათ დიდი ინტერესითა და ყურადღებით მოისმინეს პრეზენტაცია. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ საკვლევი საკითხი მართლაც პრობლემაზე ორიენტირებული იყო. პედაგოგებს გავაცანი შედეგები. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, საინტერესო იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ, რა გზებით თუ სტრატეგიებით შეგვიძლია, მოსწავლე დამოუკიდებლად ვამუშაოთ საშინაო დავალებაზე. ქალბატონმა ლამარა კვიტაიშვილმა აღნიშნა, რომ  მიგნება დროული  იყო და  ძალიან კარგია, რომ რეაგირება განხორციელდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მივიღე საინტერესო რჩევები, რასაც გავითვალისწინებ მომავალ საქმიანობაში
    კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ჩემს მიერ ჩატარებული ინტერვენციები თვალსაჩინოა და სასურველია ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელო მუშაობა. მივიღე დადებითი უკუკავშირი( ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა შესაბამისობაში მოდის ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტისმე-3 მუხლის () ქვეპუნქტთან, რაც ითვალისწინებს შემდეგს: ,,მასწავლებელმა იცის თუ როგორ გამოიყენოს ცოდნა მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად“; ასევე შესაბამისობაშია მე-4 მუხლის () ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად;“ მე-4 მუხლის () ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში.“   მე-5 მუხლის () ქვეპუნქტთან; ,,მასწავლებელი პროფესიულად ფლობს სწავლების ენას;“  მე-6 მუხლის () ქვეპუნქტთან: ,,იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და აანალიზებს მათ შესაძლო შედეგს კონკრეტულ სიტუაციაში; მე-6 მუხლის () ქვეპუნქტთან: ,,იცის, როგორ გაუღვივოს მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი და სწავლის ღირებულების მიმართ გაცნობიერებული დამოკიდებულება;“ მე-6 მუხლის () ქვეპუნქტთან: ,,იცის და იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგიას მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს კონკრეტული სასწავლო მიზნების მისაღწევად;“ მე-7 მუხლის ( ) ქვეპუნქტთან: ,,მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების, დროითი და სასწავლო რესურსების გათვალისწინებით;“მე-9 მუხლის () ქვეპუნქტთან: ,, მასწავლებელი ავლენს სწავლების სხვადასხვა მეთოდის ცოდნას და შეუძლია მათი გამოყენება სასწავლო კონტექსტის შესაბამისად;“ მე-9 მუხლის ( ) ქვეპუნქტთან: ,, მასწავლებელი ავლენს სწავლების იმ მეთოდების ცოდნას, რომელიც დაეხმარება ყველა მოსწავლეს შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და სასწავლო მიზნების მიღწევაში).
 კოლეგებს კვლევის შედეგების გაზიარება  დაეხმარება მათ თავად აწარმოონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, მე, როგორც მკვლევარი პედაგოგი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, პრაქტიკული კვლევა მკვლევარს, ჩემ შემთხვევაში მასწავლებელს, ხელს უწყობს პროფესიულ ზრდაში, უვითარებს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს, ხდება გამოცდილების გაზიარება. ასევე, მოსწავლეებზე დაკვირვება გვემარება  მათთან დაახლოებასა და თითოეული აღსაზრდელის უკეთ გაცნობაში. პრობლემების აღმოჩენა და მათ გადასაჭრელად გზების ძიება გვეხმარება მკვლევარ პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში.